საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ იმპიჩმენტის პროცედურა ხელს არ უწყობს საქართველოს გახდეს ძლიერი, სტაბილური ქვეყანა.
კითხვას, განიხილეს თუ არა იმპიჩმენტის თემა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართულ შეხვედრაზე, ელჩმა უპასუხა, რომ შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ევროინტეგრაცია იყო.“
„მე, როგორც უცხოელი დიპლომატი, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით, რადგან არ მსურს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა. ის, თუ რა გვსურს საქართველოსთან დაკავშირებით, ჩვენ გვსურს, საქართველო იყოს სტაბილური, ძლიერი ქვეყანა, ძლიერი ინსტიტუტებით. ასე რომ, იმპიჩმენტის პროცედურა ხელს არ უწყობს საქართველოს გახდეს ძლიერი, სტაბილური ქვეყანა, ძლიერი ინსტიტუტებით,“ - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.