უკრაინაში შეერთებული შტატების მიზანია, ხელი შეუშალოს რუსეთს სტრატეგიული წარმატების მიღწევაში აგრესიაში, ასევე მისი მიზანია, მომავალში უკრაინის სახელმწიფოს ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფა.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა Pod Save The World-თან ინტერვიუში განაცხადა.
ამასთან დაკავშირებით მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვმა უკვე ვერ შეძლო უკრაინის რუკიდან წაშლის, მისი, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის იდენტობის და რუსეთის შემადგენლობაში შესვლის ძალისხმევის აღსრულება.
„ჩვენ გვსურს, ვიყოთ უკრაინელების გვერდით, რათა მაქსიმალურად გამოვიყენოთ მათი შესაძლებლობა, დაიბრუნონ დარჩენილი ტერიტორიები, რომელიც რუსეთმა წაართვა“, აღნიშნა ბლინკენმა და დაამატა, რომ რუსეთი კვლავ აკონტროლებს უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 17%-ს.
გარდა ამისა, ბლინკენმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ შეერთებულ შტატებს სურს უკრაინის არამხოლოდ გადარჩენა, არამედ აყვავებაც და ამ მიზნით აშშ აგრძელებს ქვეყნის ეკონომიკურ მხარდაჭერას და მის დემოკრატიულ განვითარებას.
- „ჩვენი მიზანია, „დარწმუნებული ვიყოთ, რომ უკრაინა ფეხზე დადგება.“
„ამერიკელთა უმრავლესობას არ მოსწონს, რომ ერთი დიდი ქვეყანა მეორეს აბუჩად აგდებს. ეს არის ის, რასაც ჩვენ ზოგადად ვაპროტესტებთ და, სადაც შეგვიძლია, გვინდა რაღაცის გაკეთება. ასე რომ, როდესაც ჩვენ ვხედავთ რუსეთის მიერ უკრაინის სისასტიკეს, როდესაც ვხედავთ, თუ რას აკეთებენ ყოველდღიურად არამხოლოდ მისი ქალაქების, არამედ ხალხის, ინფრასტრუქტურის დაბომბვის მიზნით, როდესაც ვხედავთ ზოგიერთ სისასტიკეს, რომელიც ჩაიდინეს რუსეთის ძალებმა. უკრაინაში ეს არის ის, რაც ხალხს სამართლიანად აღელვებს,“ - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
სახელლმწიფო მდივნის თქმით, ფუნდამენტურად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რაღაც დევს სასწორზე.
„ეს არ არის მხოლოდ აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ეს არის აგრესია ზოგიერთი ძირითადი პრინციპის წინააღმდეგ, რომლის დამკვიდრებასაც ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ბევრი რამ არის გაწერილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში, რომ ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, შეცვალოს მეორე ქვეყნის საზღვრები ძალით, შეეცადოს მის ხელში ჩაგდებას, ეცადოს, გააკეთოს ის, რაც რუსეთმა გააკეთა. მას უკრაინის იდენტობის, მისი რუკიდან წაშლა და რუსეთის შემადგენლობაში შეყვანა სურს,“ - აღნიშნა ბლინკენმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინამ უნდა მიაღწიოს ისეთ წერტილს, როდესაც მას შეუძლია, მყარად დადგეს ფეხზე სამხედრო, ეკონომიკური და დემოკრატიული თვალსაზრისით. ენტონი ბლინკენი გასულ კვირას ორდღიანი ვიზიტით ეწვია უკრაინას, სადაც შეხვედრები გამართა მაღალჩინოსნებთან და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან.