უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჰანა მალიარი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტის მიმართულებაზე ანდრეევკა გაათავისუფლეს,
„ბახმუტის მიმართულებაზე წინ მივიწევთ. ჩრდილოეთ ფლანგზე მტერი დაკარგული პოზიციების დაბრუნებას ცდილობს. სამხრეთ ფლანგზე კი, წარმატებით მივიწევთ წინ.
ძირითადი ბრძოლები ანდრეევკის, კურდიუმოვკის, კლეშჩეევკის რაიონებში გრძელდება და იქ კარგი ამბები გვაქვს. ანდრეევკა ჩვენია. დაკავებულ პოზიციებზე ვმაგრდებით,“ - წერს მალიარი ტელეგრამზე.