რუსეთმა აშშ-ის მაღალი რანგის ორ დიპლომატს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა

რუსეთში აშშ-ის საელჩოს ორი თანამშრომელი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

სამინისტროს განცხადებით, მოსკოვში აშშ-ის საელჩოს ხელმძღვანელს გადაეცა ნოტა, რომელიც მკაცრ განცხადებას შეიცავს. შვიდი დღის განმავალობაში ქვეყანა უნდა დატოვონ საელჩოს პირველმა მდივანმა ჯეფრი სილინმა და მეორე მდივანმა დევიდ ბერნსტაინმა. სამინისტროს ცნობით, მათ ჩაიდინეს „უკანონო ქმედება“, როცა კონტაქტი იქონიეს რუსეთის მოქალაქე რობერტ შონოვთან, რომელიც „უცხო სახელმწიფოსთან თანამშრომლობაშია“ ეჭვმიტანილი.

შონოვი, რომელიც აგვისტოში დააკავეს, აშშ-ის გენერალურ საკონსულოში, ვლადივოსტოკში 25 წლის განმავლობაში მსახურობდა.