ინდოეთმა სომხეთს საარტილერიო იარაღი მიაწოდა. ადგილობრივი თავდაცვის კომპანიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ 6 ჰაუბიცა ერევანმა აგვისტოს დასაწყისში მიიღო. ეს არის პირველი პარტია, რომელიც სომხეთში ხელმოწერილი ძირითადი კონტრაქტის ფარგლებში ჩავიდა. თავდაცვის გარიგება სომხეთისთვის 155,5 მილიონი დოლარის ღირებულების 90 ATAGS-ის ერთეულის მიწოდებას გულისხმობს.
ხელშეკრულება ითვალისწინებს ამ ტიპის დამატებით, 84 ბუქსირების ჰაუბიცის ეტაპობრივ მიწოდებას მომდევნო სამი წლის განმავლობაში. ამასთან, აღნიშნულია, რომ Bharat Forge გეგმავს სომხეთში საარტილერიო სისტემების ვადაზე ადრე ჩატანას.