ბაიდენმა უკრაინის ეკონომიკური აღდგენის საკითხებში აშშ-ის სპეცწარმომადგენელი დანიშნა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პენი პრიცკერი უკრაინის ეკონომიკური აღდგენის საკითხებში პირველ სპეციალურ წარმომადგენელად დანიშნა.

ეს არის შემდეგი ნაბიჯი უკრაინის დასახმარებლად უფრო ძლიერი მომავლის შექმნაში", - განაცხადა თეთრმა სახლმა 14 სექტემბერს.

პრიცკერი არის მეწარმე და კომერციის საკითხებში ყოფილი მდივანი და ის ამ თანამდებობაზე ბიზნესში ყოფნისას დაგროვილი ათწლეულის გამოცდილების გამო დაინიშნა, განაცხადა ბაიდენმა.

პრიცკერის ოჯახმა დააფუძნა ბიზნეს იმპერია, რომელშიც Hyatt-ის სასტუმროების ჯგუფი შედის.


„პრიცკერს აქვს „ღრმა ოჯახური კავშირები უკრაინასთან. მისი ამოცანები მოიცავს უცხოური ინვესტიციების მობილიზებას, რუსული თავდასხმების შედეგად დახურული ბიზნესის ხელახლა გახსნის მხარდაჭერას და უკრაინის ექსპორტის გაზრდაში დახმარებას,“ აღნიშნა ბაიდენმა.


სპეციალური წარმომადგენელი მხარს დაუჭერს უკრაინის მთავრობას „რეფორმების განხორციელებაში, რომლებიც საჭიროა მისი ეკონომიკის გასაძლიერებლად.“ პრიცკერი უკრაინაში გამგზავრებას "უახლოეს კვირებში"  გეგმავს.


პრიცკერის დანიშვნა აჩვენებს „ჩვენს ერთგულებას უკრაინის ევროპული მომავლის გაძლიერებისადმი“, - განაცხადა თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

პრიცკერი „იზრუნებს იმაზე, რომ უკრაინა არამხოლოდ გადარჩეს, არამედ, აყვავდეს,“ - აღნიშნა ბლინკენმა.

რუსული თავდასხმების ფონზე უკრაინის რეკონსტრუქცია ერთ-ერთი მთავარი თემა იყო დღის წესრიგში, როდესაც ბლინკენი 6 სექტემბერს ეწვია კიევს.