ვიცე-პრემიერი ინოვაციების, განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების საკითხებში - უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა გამოაქვეყნა ვიდეო, როგორ ესხმის თავს საზღვაო თვითმფრინავი რუსულ გემს.
„ჩვენ ყველა ვმუშაობთ გამარჯვებისთვის,“ - წერს ფედოროვი „ტელეგრამზე.“
უკრაინულმა დაზვერვამ დაადასტურა, რომ 13 სექტემბერს ღამით, დროებით ოკუპირებულ სევასტოპოლში სარაკეტო დარტყმის ქვეშ რუსული სადესანტო ხომალდი და წყალქვეშა ნავი მოექცა.
უკრაინული მედია წერს, რომ 14 სექტემბერს უკრაინის თავდაცვის ძალებმა შავი ზღვის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში რუსული ფლოტის კიდევ ორი საპატრულო ხომალდი დააზიანა.