ოჰაიოს კლასის მართვადი სარაკეტო წყალქვეშა ნავი USS Florida (SSGN 728) ტრომსეში, ნორვეგიაში პირველად ჩავიდა. ინფორმაციას ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო ძალები ავრცელებს. აშშ-ის შეფასებით, ვიზიტი ხელს შეუწყობს რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.
„მადლობელი ვართ ნორვეგიის იმისთვის, რომ USS Florida-ს ნება დართო, განეხორციელებინა ტრომსეს პორტში ვიზიტი. ასეთი გაჩერებები საშუალებას აძლევს წყალქვეშა ნავს და მის ეკიპაჟს, გააგრძელონ რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მისია,“ - განაცხადა აშშ-ის საზღვაო ძალების წარმომადგენელმა.
მისივე თქმით, ეს აშშ-ნორვეგიის პარტნიორობის სიმტკიცის თვალსაჩინო დემონსტრირებაა.
„მოუთმენლად ველით, რომ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს დიდი ხნის მოკავშირეებთან ერთად, როდესაც ერთად ვიმუშავებთ ჩვენი საერთო მიზნების მისაღწევად. ტრომსემდე იყო რეგულარულად დაგეგმილი ვიზიტი იტალიაში, ნეაპოლში 2023 წლის აგვისტოში. პორტში ყოფნისას, ფლორიდის ეკიპაჟს ექნება შესაძლებლობა, გაეცნოს ტრომსეს მდიდარ კულტურას და დაამყაროს ურთიერთობები ადგილობრივ მოსახლეობასთან,“ - აღნიშნავს ოფიციალური პირი.