NYT-ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მომავალ კვირაში დაგეგმილი გამოსვლის შემდეგ ვაშინგტონს ეწვევა.
ზელენსკის გაეროს სხდომაზე გამოჩენა საჯაროდ იყო ცნობილი, მაგრამ ვაშინგტონში ვიზიტი ოფიციალურად ჯერ არ გამოცხადებულა.
ცნობები ვაშინგტონში ზელენსკის შეხვედრის შესახებ გავრცელდა მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს შეხვდა.
მანამდე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ეწვია კიევს და უკრაინას სამხედრო და ფინანსურ მხარდაჭერას დაჰპირდა. შეხვედრა ასევე მიმდინარეობს იმ ცნობების ფონზე, რომ პრეზიდენტი ბაიდენი განიხილავს კასეტური ბომბებით აღჭურვილი მეტი რაკეტის, ისევე როგორც შორი რადიუსის ტაქტიკური სარაკეტო სისტემების გაგზავნას, რომლებსაც უკრაინის ოფიციალური პირები კონტრშეტევისთვის კრიტიკულს უწოდებდნენ.
14 სექტემბერს ამერიკული ტელეარხი NBC იუწყებოდა, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მომავალ კვირაში ნიუ იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასწრებას და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრას გეგმავს.