უკრაინის საჰაერო ძალები 17 დრონის განადგურების შესახებ იუწყება.
მისივე ცნობით, რუსებმა უკრაინას შეუტიეს Shahed-136/131-ის თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატებით, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან (პრიმორსკო-ახტარსკი - რუსეთი).
17-ვე უპილოტო თვითმფრინავი საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა მარშრუტის გასწვრივ. ოპერაციაში ჩართულნი იყვნენ გამანადგურებელი თვითმფრინავები, საზენიტო-სარაკეტო დანაყოფები, საჰაერო ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფები და თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტები. როგორც ცნობილია, 15 სექტემბერს ღამით, რუსეთის თავდასხმის საფრთხის გამო მთელ რიგ რეგიონებში საჰაერო განგაში გამოცხადდა.