იაპონიაში 100 წელზე მეტი ასაკის ადამიანების რაოდენობამ 92 000-ს პირველად გადააჭარბა, ნათქვამია იაპონიის ჯანდაცვის, შრომისა და კეთილდღეობის სამინისტროს განცხადებაში.
ქვეყანა 18 სექტემბერს ხანდაზმულთა დღეს აღნიშნავს.
15 სექტემბრის მონაცემებით, იაპონიაში 100 წელს გადაცილებული 92 139 მოქალაქე ცხოვრობს.
გავრცელებული ინფორმაციით, მათი რიცხვი ქვეყანაში ბოლო 50 წელია, იზრდება. წელს მათი რიცხვი 1500 ადამიანით გაიზარდა. სამინისტრომ აღნიშნა, რომ 100 წლის იუბილეს წელს, 47 107 ადამიანი აღნიშნავს.