51 დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცის ცხედარი ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დააბრუნეს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბმა Telegram-ზე დაწერა.
ცხედრების გადასვენება საკოორდინაციო შტაბის, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამოქალაქო-სამხედრო თანამშრომლობის დეპარტამენტისა და განსაკუთრებულ ვითარებაში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოფისის ერთობლივი მუშაობის შედეგად მოხერხდა.
29 აგვისტოს რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინაში 84 ჯარისკაცის ცხედარი დააბრუნეს.