ინდოეთმა $5,4 მილიარდის ღირებულების თავდაცვის აღჭურვილობის შეძენა დაამტკიცა

ინდოეთის თავდაცვის შესყიდვების საბჭომ 5,41 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების თავდაცვის აღჭურვილობის შესაძენად წინადადებები დაამტკიცა.

Reuters-ის ცნობით, თავდაცვის შესყიდვის საბჭომ, უმაღლესმა სამთავრობო ორგანომ ინდოეთის სამხედროებისთვის დაამტკიცა საზღვაო ფლოტისთვის საკვლევი გემების, 12 Su-30-ის ტიპის თვითმფრინავის და საჰაერო ძალებისთვის მოკლე რადიუსის რაკეტების შესყიდვა დაამტკიცა.


საბჭომ ასევე დაამტკიცა მსუბუქი ჯავშანტექნიკის მრავალფუნქციური მანქანების, ინტეგრირებული სათვალთვალო და სამიზნე სისტემის (ISAT-S) და მაღალი მოძრავი იარაღის ბუქსირების მანქანების შეძენა.