ევროკომისიამ ბულგარეთისა და რუმინეთის ანტიკორუფციული და სამართლებრივი მონიტორინგი დაასრულა

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვერა იუროვამ განაცხადა, რომ ევროკომისიის მიერ ბულგარეთისა და რუმინეთის მონიტორინგი ე.წ. „თანამშრომლობისა და შემოწმების მექანიზმის“ ფარგლებში (CVM), რომელიც 16 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა, ოფიციალურად დასრულდა.


მან მექანიზმის დახურვის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. 2007 წელს, როდესაც ბულგარეთი და რუმინეთი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ემზადებოდნენ, ორივე ქვეყანაში სასამართლო სფეროსა და კორუფციასთან დაკავშირებული პრობლემები რჩებოდა, ბულგარეთში კი ორგანიზებულ დანაშაულთანაც.

„ბულგარეთმა და რუმინეთმა დააკმაყოფილეს კრიტერიუმები და ჩვენ ოფიციალურად ვხურავთ თანამშრომლობისა და გადამოწმების მექანიზმს. გილოცავთ,“ წეტს იუროვა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ამ გადაწყვეტილების კომენტირებისას მექანიზმის წარმატებით მუშაობას გაუსვა ხაზი.

„მინდა ბულგარეთსა და რუმინეთს მნიშვნელოვანი პროგრესი მივულოცო, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ მიაღწიეს. კანონიც უზენაესობა ჩვენი, როგორც კავშირის, ერთ-ერთი საერთო ფუნდამენტური ღირებულებაა, და ორივე წევრმა სახელმწიფომ ბოლო წლებში მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელეს. დღეს ჩვენ ამ ძალისხმევებს ვაღიარებთ და მექანიზმის მოქმედებას ვწყვეტთ,” - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.