ირანში ერთი წლის წინ მოკლული 22 წლის სტუდენტის, მაჰსა ამინის მამა დააკავეს

ირანში ერთი წლის წინ მოკლული 22 წლის სტუდენტის, მაჰსა ამინის მამა დააკავეს.

მედიის ცნობით, ამჯად ამინი 16 სექტემბერს მისი სახლის წინ დააკავეს და დაკითხვაზე გადაიყვანეს. დაკავებულს განუცხადეს, რომ დღეს მისი ოჯახის წევრებს სახლის დატოვების უფლება არ აქვთ.

გასულ წელს ირანში მასშტაბური საპროტესტო ტალღა 22 წლის სტუდენტის, მაჰსა ამინის მკვლელობამ გამოიწვია. ახალგაზრდა გოგო ირანის მორალის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის საბაბით დააკავა, ფიზიკურად გაუსწორდა, რის შემდეგაც, 16 სექტემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ადგილობრივი უფლებადამცველი ჯგუფების ცნობით, დემონსტრაციების დროს ქვეყანაში 500-ზე მეტი პირი მოკლეს, დააკავეს ათასობით ადამიანი, მათგან ბევრს პატიმრობა მიუსაჯეს.