„იუნესკომ“ კიევისა და ლვოვის კულტურული ობიექტები განადგურების საფრთხის წინაშე მყოფთა სიაში შეიყვანა

გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ კიევისა და ლვოვის კულტურული ობიექტები განადგურების საფრთხის წინაშე მყოფთა სიას დაამატა.

BBC-ის ცნობით, კიევის წმინდა სოფიას ტაძარსა და მონასტრის შენობებზე, ასევე ლვოვის ისტორიულ ცენტრზე.

„იუნესკოს“ განცხადებით, უკრაინის კულტურული ობიექტები საფრთხეში რუსეთ-უკრაინის ომის გამო მოხვდა და ისინი ავიაიერიშების დროს ნებისმიერ დროს შეიძლება, განადგურდეს.

„პირდაპირი თავდასხმის საფრთხის წინაშე, ეს ადგილები ასევე დაუცველია ორი ქალაქის დაბომბვით გამოწვეული შოკური ტალღების მიმართ,“ - ნათქვამია განცხადებაში.