გერმანული კომპანია კიევს ახალი თაობის 100 ტაქტიკურ დრონს გადასცემს - კლიჩკო

კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ გერმანული კომპანია Quantum Systems კიევს ახალი თაობის 100 ტაქტიკურ დრონს გადასცემს.

მისი ინფორმაციით, შეთანხმებას ინვესტორთან და Quantum Systems-ის ხელმძღვანელობასთან გერმანიაში, შტერნ სტიუარტის ინსტიტუტის ყოველწლიურ სამიტზე მიაღწიეს.


კლიჩკოს თქმით, კიევმა ქალაქის ბიუჯეტიდან გასული წლის განმავლობაში, 5 მილიარდი ჰრ (135,6 მილიონი დოლარი) გამოყო ფრონტის ხაზზე ჯარისკაცების მხარდასაჭერად.

დრონები უკრაინელი სამხედროებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის იარაღებია, როდესაც საქმე ეხება დაზვერვას, მეთვალყურეობას და შორ მანძილზე დარტყმებს.