ოკუპირებულ ტოკმაკში უკრაინელმა სამხედროებმა რუსული არმიის სამხედრო ტექნიკის ბაზირების ადგილი გაანადგურეს - ფედოროვი

მელიტოპოლის მერი, ივან ფედოროვი აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ოლქში, დროებით ოკუპირებულ ტოკმაკში უკრაინელმა სამხედროებმა რუსული არმიის სამხედრო ტექნიკის ბაზირების ადგილი გაანადგურეს.

მისივე თქმით, რუსული ჯარის მხრიდან „კეთილი ნების ჟესტი“ ჯერჯერობით მოსალოდნელი არ არის.


„დაბომბვები უფრო ხშირი ხდება - ოკუპანტები უფრო ნაკლები. დღეს ტოკმაკში, რომელიც რუსმა სამხედროებმა სამხედრო ბაზად აქციეს, დაბომბვის ხმა გაისმა. დარტყმა რუსი ოკუპანტების და მათი ტექნიკის ბაზირების ადგილზე განხორციელდა,“ - განაცხადა ივან ფედოროვმა.

ფედოროვმა ასევე აღნიშნა, რომ ფრონტის ხაზის მიახლოებასთან ერთად, ასეთი დარტყმები უფრო ხშირი გახდება.