Forbes: რუსეთმა უკრაინაში წარმოებულ სრულმასშტაბიან ომზე $167 მილიარდი დახარჯა

რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრაზე $167 მილიარდი დახარჯა.

24 აგვისტოს მდგომარეობით, უკრაინამ დაახლოებით, 34 მილიარდი დოლარის რუსული აღჭურვილობა გაანადგურა, იტყობინება Forbes უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობით.


ეს მაჩვენებელი არ მოიცავს რუსეთის თავდაცვის ხარჯებს, რომლებიც არ არის დაკავშირებული ომთან და არც რუსეთის ეკონომიკურ ზარალს, რომელიც მრავალმა საერთაშორისო სანქციამ გამოიწვია. ყველაზე დიდი ხარჯი მოდის ჯარის მომარაგებაზე, რომელიც 51,3 მილიარდი დოლარი ღირს. სამხედროების ხელფასი 35,1 მილიარდი დოლარი დაჯდა, ხოლო დაღუპულთა ოჯახებისთვის კომპენსაციის სახით 21 მილიარდი დოლარი გაიცა. მას შემდეგ, რაც რუბლი გაუფასურდა უცხოურ ვალუტასთან მიმართებით, Forbes-ის თანახმად, ბიუჯეტის ხარჯები ერთ ჯარისკაცზე მნიშვნელოვნად შემცირდა - 200 დოლარიდან დღეში 120 დოლარამდე.


ეს იმიტომ, რომ რუსეთის ბიუჯეტის დიდი წილი ნავთობისა და გაზის შემოსავლებით ივსება. რუსეთი ნახშირწყალბადების მიწოდებას სხვა ქვეყნებისთვის, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის აგრძელებს. მიუხედავად ამისა, ეს შეიძლება, მზარდი ხარჯების კომპენსაციისთვის საკმარისი არ იყოს, იტყობინება Forbes, Reuters-ის მონაცემებზე დაყრდნობით.


Reuters-ის ცნობით, რუსეთმა 2023 წლის პირველ ნახევარში თავდაცვისთვის თითქმის 5,6 ტრილიონი რუბლი დახარჯა, რაც უკვე აღემატება რუსეთის მთელ დაგეგმილ 2023 წლის თავდაცვის ფედერალურ ბიუჯეტს. მოსკოვს თავდაცვის ბიუჯეტის გაორმაგება თითქმის 10 ტრილიონ რუბლამდე (105 მილიარდი დოლარი) მოუწია, რაც 2023 წლის ბიუჯეტის მესამედია.