ფაშინიანი ერდოღანის შეთავაზებაზე: სხვადასხვა იდეა არსებობს, არ მინდა, რომელიმე გამოვყო

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი მთიანი ყარაბაღის საკითხზე ოთხმხრივი სამიტის გამართვის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინიციატივაზე  აცხადებს, რომ საკითხი მთლიან სურათში უნდა განიხილონ.


„არსებობს სხვადასხვა შეთავაზება და იდეები. არ მინდა, ამ იდეებიდან რომელიმე ერთი გამოვყო. ეს არ არის ერთადერთი იდეა, რომლის მიმართაც ჩემს დამოკიდებულებას გამოვხატავდი,“ - განუცხადა ფაშინიანმა ჟურნალისტებს.