კანადა, დიდი ბრიტანეთის ინიციატივით შექმნილ უკრაინის საერთაშორისო დახმარების ფონდში 24,38 მილიონი აშშ დოლარს შეიტანს შემოწირულობის სახით. ამის შესახებ კანადის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, ბილ ბლერმა განაცხადა.
კანადის მიერ გადარიცხული ფული უკრაინისთვის ასობით მოკლე და საშუალო მანძილის საზენიტო რაკეტისა და მასთან დაკავშირებული სისტემების შეძენას მოხმარდება.
რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან უკრაინაში, კანადის დახმარების ჯამური ოდენობა 8 მილიარდ დოლარზე მეტია. აქედან 1,8 მილიარდზე მეტი სამხედრო დახმარებაზე დაიხარჯა.