უკრაინისა და გერმანიის დედაქალაქებმა - კიევმა და ბერლინმა პარტნიორობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.
კიევმა აპრილში ხელი მოაწერა პარტნიორობის მემორანდუმს დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენთანაც.
„ბერლინი თავისუფლების ქალაქია. დღეს კი, ქალაქის მერმა, კაი ვეგნერმა სიმბოლურად აჩვენა, რომ კიევი, უკრაინა ყოველთვის თავისუფალი იქნება და იქნება ევროპული ოჯახის ნაწილი,“ - წერს კლიჩკო.