უკრაინულმა ძალებმა დონეცკის ოლქის სოფელი კლიშჩიივკა რუსეთის კონტროლისგან გაათავისუფლეს. ამის შესახებ უკრაინული მედია სამხედროებზე დაყრდნობით წერს.
„კლიშჩიივკა ჩვენია! ლიუტის ბრიგადის მებრძოლებმა თავდაცვის ძალების თანამებრძოლებთან ერთად, გათავისუფლებული სოფლის თავზე უკრაინის დროშა დააბრუნეს," - იტყობინება ბრიგადა.
კლიშჩიივკა რუსეთის ძალებმა იანვარში დაიკავეს. სოფლის გათავისუფლება მიუთითებს ამ ღერძის მნიშვნელოვან მიღწევაზე უკრაინის შეტევითი ოპერაციებისა, რომელიც ხსენებულ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მაისში დაიწყო, სამხრეთ ფრონტის ხაზზე უფრო ფართოდ გავრცელებულ კონტრშეტევამდე.
15 სექტემბერს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ უკრაინელმა ჯარებმა გაათავისუფლეს დონეცკის ოლქის კიდევ ერთი პატარა სოფელი ანდრეევკა.