ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენი ტერიტორია მაქსიმალურად უნდა გავათავისუფლოთ, პუტინს მოსვენება არ უნდა მივცეთ

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ კონტრშეტევა სწრაფად არ მიმდინარეობს, მაგრამ უკრაინული ჯარები წინ მიიწევენ.


CBS-ის შეკითხვას, რამდენად შეუშლის ხელს უკრაინის არმიას ამინდის გაუარესება, ზელენსკიმ უპასუხა, რომ შეძლებისდაგვარად უნდა გაგრძელდეს ტერიტორიის თუნდაც მცირე მონაკვეთების დეოკუპაცია და პუტინს მოსვენების საშუალება არ უნდა მისცენ. „ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ ჩვენი ტერიტორია მაქსიმალურად და წინ წავიწიოთ, თუნდაც ის [ნახევარ მილზე ან ას [მეტრზე] ნაკლები იყოს, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. პუტინს მოსვენება არ უნდა მივცეთ", - აღნიშნა ზელენსკიმ.

„რთული სიტუაციაა, სრულიად გულწრფელი ვიქნები. ჩვენ გვაქვს ინიციატივა. ეს არის პლუსი. ჩვენ შევაჩერეთ რუსეთის შეტევა და გადავედით კონტრშეტევაზე და მიუხედავად იმისა, რომ ეს კონტრშეტევა არ არის ძალიან სწრაფი, მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღიურად წინ მივიწევთ და ტერიტორიის ვათავისუფლებთ," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.