ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებები იყო

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, საპორტო ქალაქ სევასტოპოლში აფეთქებები 17 სექტემბერს საღამოს დაფიქსირდა, იტყობინებიან ადგილობრივი მედია და ტელეგრამ არხები. უკრაინის დაზვერვის წყაროს თანახმად, რომელსაც „უკრაინსკაია პრავდა“ ციტირებს, აფეთქებები უკრაინის სამხედრო დაზვერვისა და ქვეყნის საზღვაო ძალების ერთობლივი ოპერაციის ნაწილი იყო.

ყირიმის ადგილობრივი ტელეგრამ არხი "Krymksy Veter" იტყობინება, რომ აფეთქებები ისმოდა იმ რაიონში, რომელიც ცნობილია რუსეთის რადიო დაზვერვისა და საჰაერო თავდაცვის ობიექტების მდებარეობის მახლობლად.


თავდასხმიდან მალევე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ორი უკრაინული თვითმფრინავი ყირიმის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ჩამოაგდეს. 13 სექტემბერს უკრაინის სამხედრო დაზვერვამ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, სევასტოპოლში გემთმშენებელ ქარხანაზე დარტყმამ დააზიანა რუსული სადესანტო ხომალდი, წყალქვეშა ნავი და პორტის ინფრასტრუქტურა.