უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული კვირის განმავლობაში, ბახმუტთან ახლოს 2 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლეს, სამხრეთ ფრონტზე კი 5.2 კვადრატული კილომეტრი,
მალიარის თქმით, უკრაინის მიერ კონტრშეტევის დაწყებიდან დღემდე ბახმუტის მიდამოებში სულ 51 კვადრატული კილომეტრი ტერიტორიაა გათავისუფლებული.
„რობოტინოს სამხრეთით და აღმოსავლეთით წარმატებას მივაღწიეთ და გასულ კვირას, სამხრეთის მიმართულებით, 5.2 კვ.კმ ტერიტორია გათავისუფლდა “, - აღნიშნა მალიარმა.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, უკრაინის კონტრშეტევის დაწყებიდან სამხრეთით, საერთო ჯამში, 260 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორიაა გათავისუფლებული.