უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა თავდაცვის მინისტრის ყველა მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლა.
უკრაინული მედია რადაში მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენელზე, ტარას მელნიჩუკზე დაყრდნობით წერს, რომ თანამდებობიდან გაათავისუფლეს სამინისტროს სახელმწიფო მდივანიც.
თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლეს: ვლადიმერ გავრილოვი, როსტისლავ ზამლინსკი, ანა მალიარი, დენის შარაპოვი. ასევე, თანამდებობიდან გაათავისუფლეს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებში, ანდრეი შევჩენკო და მინისტრის მოადგილე ციფრული განვითარების, ციფრული ტრანსფორმაციისა და გაციფროვნების საკითხებში ვიტალი დეინეგა.
შეგახსენებთ, 5 სექტემბერს უკრაინის უმაღლესმა რადამ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის გადადგომას მხარი დაუჭირა. კანონის თანახმად, მინისტრის გადაყენების შემდეგ, თანამდებობებს ტოვებენ მისი მოადგილეებიც. თავდაცვის ახალ მინისტრად რუსტემ უმეროვი დაინიშნა.