ბაიდენი გაეროს უშიშროების საბჭოს გაფართოების ინიციატივით გამოდის - Telegraph

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გაეროს უშიშროების საბჭოს გაფართოებას მოითხოვს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ Telegraph-ი წერს.

ბაიდენი წევრ ქვეყნებს სთხოვს, გადახედონ „უშიშროების საბჭოს არქიტექტურას“, განუცხადა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა ჯონ კირბიმ The Telegraph-ს.

კირბის თქმით, ხუთი მუდმივი წევრია ჩინეთი, რუსეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, მაგრამ ბაიდენი მხარს დაუჭერს ხუთ ან ექვს ახალ მუდმივ წევრს.ინდოეთი, ბრაზილია, გერმანია, იაპონია და სამხრეთ აფრიკა "ნახსენები არიან როგორც შესაძლო წევრები," წერს Telegraph-ი.


გაეროს უშიშროების საბჭო ამჟამად 15 წევრისაგან შედგება, რომელთაგან 10 არამუდმივია და ორი წლის ვადით აირჩევა.თუმცა უშიშროების საბჭოს ნებისმიერი რეფორმა „მოითხოვს ცვლილებას გაეროს წესდებაში“, რომელსაც შესაძლოა, ჩინეთმა და რუსეთმა ვეტო დაადონ,“ - წერს Telegraph-ი.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გაეროს გენერალურ ასამბლეას ეწვევა.  მისი მეორე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, 21 სექტემბერს, აშშ-ში ზელენსკი ასევე შეხვდება ბაიდენს და ამერიკელ სენატორებს.