უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსეი დანილოვი აცხადებს, რომ რუსეთში მწიფდება ახალი აჯანყება, რაც ქვეყნის გაყოფას გამოიწვევს. მისივე თქმით, უკრაინამ იცის, ვინ ხელმძღვანელობს პროცესებს და როგორ ხდება ეს.
„გავიხსენოთ როგორ მოხდა სსრკ-ს დაშლა 1991 წლის აგვისტოში. ის, რაც იქ მწიფდება და "ГКЧП ჯგუფი", როგორც 1991 წელს, იქ უკვე მწიფდება და იქ უკვე არიან შეკრებილი, ეს ცნობილი ფაქტია. და ჩვენ გვესმის, ვინ არის პასუხისმგებელი და როგორ ხდება ეს.
კითხვა, როდის მოხდება შემდეგი აჯანყება რუსეთში, არის მოკლე პერიოდის საკითხი. ვნახოთ, რამდენი ხანი დასჭირდება, მაგრამ პროცესები მიმდინარეობს. რაც შეეხება კადიროვს (რამზან კადიროვის ავადმყოფობაზე გავრცელებული ცნობები) არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც ასევე გავლენას მოახდენს ამ პროცესებზე," - განაცხადა დანილოვმა.