ანალენა ბერბოკი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პუტინის წინააღმდეგ რეზოლუციის მიღებას ითხოვს - მედია

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პუტინის წინააღმდეგ რეზოლუციის მიღებას ითხოვს. 

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ანალენა ბერბოკმა ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში განაცხადა.

რუსული აგრესიის კონტექსტში, ბერბოკმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ უკრაინიდან გატაცებული ბავშვებისა და ვლადიმერ პუტინის პასუხისმგებლობის საკითხზე.

გერმანელი დიპლომატის თქმით, განსაკუთრებით ამ დროს, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი უტევს არა მხოლოდ ევროპულ სამშვიდობო წესრიგს, არამედ გაეროს წესდებას, გაეროშიც არ შეიძლება, იყოს ეს „ჩვეულებრივი საქმე.“


„მიუხედავად ამ სამყაროში არსებული კრიზისისა, ჩვენ არა მხოლოდ გაერო-ს წესდებას უნდა შევუწყოთ ხელი, არამედ ერთად უნდა დავიცვათ იგი. ქარტია არის ჩვენი სამყარო, ჩვენი სიცოცხლის დაზღვევა მთელ მსოფლიოში,“ – აღნიშნა ანალენა ბერბოკმა.