კანადამ ინდოელი დიპლომატი გააძევა. ოტავა იძიებს პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს ბრალდებებს იმის შესახებ, რომ ინდოეთის მთავრობას შესაძლოა, კავშირი ჰქონოდა კანადაში, სიქების აქტივისტის მკვლელობასთან. ბრალდებას ინდოეთმა აბსურდი უწოდა.
„თუ ეს სიმართლე დამტკიცდება, ეს იქნება ჩვენი სუვერენიტეტისა და ყველაზე ძირითადი წესის დარღვევა, თუ როგორ ექცევიან ერთმანეთს ქვეყნები,“ - განაცხადა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ.