ერდოღანი: რუსეთს ისევე ვენდობი, როგორც დასავლეთს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ომის რაც შეიძლება მალე დასრულების მომხრეა. ერდოღანის თქმით, მას პუტინის სიტყვების სჯერა.

„ბატონი პუტინი რეალურად არის ამ ომის რაც შეიძლება მალე დასრულების მომხრე. მე მხოლოდ ლიდერის სიტყვებიდან გამომდინარე ვამბობ ამას. ბატონი პუტინი ამ ომის რაც შეიძლება მალე დამთავრების მომხრეა. მას ასე თქვა და მე მჯერა მისი სიტყვების", - აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.


უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებაზე საუბრისას კი, ერდოღანმა განაცხადა, რომ პუტინს დასავლეთზე არანაკლებ ენდობა.

„არ მაქვს მიზეზი, რომ არ ვენდო მათ. რუსეთი იმდენად სანდოა, რამდენადაც დასავლეთი. ბოლო 50 წელია, ევროკავშირის კართან ვიცდით და ამ მომენტში რუსეთს ისევე ვენდობი, როგორც დასავლეთს," - განაცხადა ერდოღანმა ნიუ-იორკში ყოფნისას, ამერიკულ მაუწყებელ PBS-თან ინტერვიუში.


რას ფიქრობს მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ პუტინის ნდობა არ შეიძლება და რომ ის მარცვლეულის შეთანხმების შეჩერებას უკრაინასთან ომში უპირატესობის მოსაპოვებლად იყენებს, თურქეთის პრეზიდენტმა ამ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ ამ აზრს არ ეთანხმება.