Reuters-ის ცნობით, რუსეთის მიერ ანექსირებულ უკრაინის რაიონებში წარმოებული სულ მცირე 14,3 მილიონი დოლარის ნახშირი მიმდინარე წელს, NATO-ს წევრ თურქეთშია ესპორტირებული. სააგენტო ამ ინფორმაციას რუსეთის საბაჟო სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, 2023 წლის თებერვლიდან ივლისის ჩათვლით, დონეცკის და ლუგანსკის ოლქებიდან თურქეთში გაიტანეს სულ მცირე 14,3 მილიონი დოლარის ღირებულების, დაახლოებით 160 400 ტონა ნახშირი.
სააგენტომ კომენტარისთვის თურქეთის ვაჭრობის სამინისტროს და საბაჟო სამსახურს მიმართა თუმცა პასუხი არ მიუღია. თურქეთი, რომელიც ნახშირის უმსხვილესი მომხმარებელი და იმპორტიორია, ამ საწვავს ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის იყენებს.