აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა რამშტაინის ჯგუფის რიგით მე-15 შეხვედრაზე განაცხადა, რომ ისტორია აჩვენებს მშვიდობიანი მეზობლის ტერიტორიაზე პუტინის დაუდევარი, სასტიკი და არაპროვოცირებული შეჭრის მთელ უგუნურებას. აშშ-ის თავდაცვის მდივნის თქმით, მთელი ამ ტრაგიკული ომის განმავლობაში პუტინი ცდილობდა უკრაინელი ხალხის დემორალიზებას და ამის ნაცვლად მან რუსი სამხედროების დემორალიზება მოახდინა, კრემლმა კი, თავისი აშკარა აგრესიის გამო საკუთარი თავის იზოლირება მოახდინა.
„ისტორია აჩვენებს მშვიდობიანი მეზობლის ტერიტორიაზე პუტინის დაუდევარი, სასტიკი და არაპროვოცირებული შეჭრის მთელ უგუნურებას. ამ ომში დრო პუტინის სასარგებლოდ არ მუშაობს. დრო არასოდეს არის დიქტატორის მხარეზე, რომელიც იწყებს იმპერიულ ომს და დრო არასოდეს არის აგრესიის მხარეზე. უკრაინელი ხალხი თავდაცვის მიზნით იბრძვის სამართლიანი მიზნისთვის. ისინი იბრძვიან თავიანთი მომავლის გადასარჩენად და თავისუფლებისთვის,“ - განაცხადა ოსტინმა.