სტამბოლში Wondernet Express Investment Group-ის ფინანსური მხარდაჭერით, კასპიის, შავი ზღვის და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრების კონფერენცია გაიმართა

მიმდინარე წლის 14-15 სექტემბერს, სტამბოლში, „Wondernet Express Investment Group“-ის ფინანსური მხარდაჭერით, „Argus Fertilizers 2023, კასპიის, შავი ზღვის და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრების კონფერენცია“ გაიმართა.


კონფერენციის ფარგლებში, კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მამუკა მურჯიკნელმა მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, რომელიც ეხებოდა რეგიონულ ბაზრებზე სასუქების ვაჭრობის ნაკადის ცვლილებას და საქართველოს გავლით ნაყარი ტვირთების გადაზიდვას. „Argus”-ის ყოველწლიურ კონფერენციში 500-მდე დელეგატმა მიიღო მონაწილეობა, რომლებიც სასუქების წარმოების, ლოგისკიტიკისა და ვაჭრობის სფეროში ოპერირებენ.