ამერიკის შეერთებული შტატები, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, არ დაუშვებს უკრაინის დანაწევრებას - ბაიდენი

გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიაზე აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, უკრაინელების მხარდაჭერას გააგრძელებს, რომელიც რუსეთის ფედერაციის დაუფარავ აგრესიას ებრძვის და არ დაუშვებს უკრაინის დანაწევრებას და სხვა ქვეყნის უსაფრთხოების შელახვას.

„რუსეთი ფიქრობს, რომ მსოფლიო დაიღლება და მისცემს მას საშუალებას, იძალადოს უკრაინაზე და არ აგოს ამაზე პასუხი. მაგრამ მე დაგისვამთ შეკითხვას: თუ ჩვენ უარს ვიტყვით გაეროს ძირითად პრინციპებზე, რათა დავაშოშმინოთ აგრესორი, შეუძლია თუ არა ნებისმიერ წევრ სახელმწიფოს, იყოს დარწმუნებული იმაში, რომ ის დაცულია? თუ მივცემთ მას უკრაინის დანაწევრების ნებას, იქნება თუ არა ნებისმიერი ერის დამოუკიდებლობა უსაფრთხო?” - განაცხადა ბაიდენმა.


ბაიდენმა მსოფლიოს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ უკრაინას რუსეთთან ომში.

„ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინას თავის ძალისხმევაში, რომ დიპლომატიურად დარეგულირებამ მოიტანოს სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობა. მხოლოდ რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა ამ ომზე. მხოლოდ რუსეთს შეუძლია, დაასრულოს ეს ომი დაუყოვნებლივ და მხოლოდ რუსეთი ეღობება გზაზე მშვიდობას, რადგან რუსეთისთვის მშვიდობის ფასი არის უკრაინის კაპიტულაცია, უკრაინის ტერიტორია და უკრაინელი ბავშვები.

რუსეთს სჯერა, რომ მსოფლიო დაიღლება და ნებას მისცემს მას, უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი ქმედებები აწარმოოს შედეგების გარეშე, მაგრამ გეკითხებით: თუ ჩვენ უარს ვიტყვით გაერო-ს წესდების ძირითად პრინციპებზე აგრესორის დასაწყნარებლად, შესაძლებელია თუ არა, რომელიმე წევრი სახელმწიფო იყოს დარწმუნებული, რომ დაცულია? თუ ჩვენ დავუშვებთ უკრაინის დანაწევრებას, იქნება თუ არა დაცული რომელიმე ქვეყნის დამოუკიდებლობა? მე ვივარაუდებ, რომ პასუხი იქნება – არა.


ჩვენ წინ უნდა აღვუდგეთ ამ ღია აგრესიას დღეს, რათა შევაკავოთ სხვა აგრესორები ხვალ. სწორედ ამიტომ აშშ მსოფლიოში თავის მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად გააგრძელებს მამაცი უკრაინელი ხალხის გვერდით დგომას მათ მიერ სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და თავისუფლების დაცვისას. ეს არის ინვესტიცია არამხოლოდ უკრაინის, არამედ ყველა ქვეყნის მომავალში“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.