გაერთიანებული სამეფო წელს უკრაინას კიდევ ათიათასობით საარტილერიო ჭურვებს მიაწვდის. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმ,ა გრანტ შაპსმა განაცხადა, იუწყება Ukrinform-ი The Guardian-ზე დაყრდნობით.
„დღეს ჩვენ ვაჩვენეთ გაერთიანებული სამეფოს ურყევი ერთგულება უკრაინის მიმართ და გამოვყავით მეტი სამხედრო მხარდაჭერა, მათ შორის ათიათასობით საარტილერიო ჭურვის დაპირება, რათა უკრაინამ თავი დაიცვას,“ - განაცხადა მან გერმანიაში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ.
მან ასევე დაამატა, რომ გაერთიანებული სამეფო უახლოეს თვეებში უფრო შორს წავა მხარდაჭერის პრიორიტეტულ სფეროებში, მათ შორის საჰაერო თავდაცვისა და შორ მანძილზე დარტყმის შესაძლებლობებისა და ასევე, წვრთნების მიმართულებით.