თოყაევი გაეროში: შუა დერეფანს შეუძლია, მნიშვნელოვნად გააძლიეროს ურთიერთქმედება აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის

გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიაზე გამოსვლის დროს, ყახაზეთის პრეზიდენტმა, ყასიმ ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ შუა დერეფანს შეუძლია, მნიშვნელოვნად გააძლიეროს ურთიერთქმედება აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის.


„ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა უზრუნველვყოთ საერთაშორისო საზოგადოების მიერ სურსათის კრიზისზე რეაგირების დაფინანსების გამჭვირვალე მონიტორინგი. ყაზახეთი მზად არის, იმოქმედოს, როგორც სურსათის მიწოდების რეგიონულმა ცენტრმა. ამისთვის ჩვენ გვაქვს ყველა საჭირო რესურსი, ინფრასტრუქტურა და ლოგისტიკა.

„ყაზახეთი უკვე საიმედო რგოლია აზიასა და ევროპას შორის სახმელეთო სატრანზიტო მიმოსვლის თითქმის 80%-ისთვის. ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს - „შუა დერეფანს" შეუძლია, მნიშვნელოვნად გააძლიეროს ურთიერთქმედება აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ეს მარშრუტი გაზრდის ვაჭრობის ტემპს ყველაზე მნიშვნელოვან ბაზრებს შორის, თითქმის გაანახევრებს საქონლის საზღვაო ტრანსპორტირებისთვის საჭირო დროს,“ - აღნიშნა თოყაევმა.