რუსეთში, ვორონეჟის ოლქში Su-34 ჩამოვარდა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის ვორონეჟის ოლქში Su-34 თვითმფრინავი ჩამოვარდა. უწყების ცნობით, ეკიპაჟის ორი წევრი გადარჩა.

„2023 წლის 20 სექტემბერს, დაახლოებით დილის 10:00 საათზე, Su-34 თვითმფრინავი ჩამოვარდა დაგეგმილი სასწავლო ფრენის დროს,“ - აცხადებენ სამინისტროში.

მისივე თანახმად, თვითმფრინავი დასახლებული პუნქტიდან შორს ჩავარდა და მას არ ჰქონდა საბრძოლო მასალა. სამინისტრომ განმარტა, რომ ინციდენტის მიზეზი შესაძლოა, ტექნიკური გაუმართაობა იყოს.