ნორვეგია რუსეთის სანომრე ნიშნების მქონე ავტომანქანებს თავის ტერიტორიაზე შესვლას აუკრძალავს. იტყობინება ნორვეგიული გამოცემა NRK. მანამდე ასეთი გადაწყვეტილება ბალტიისპირეთის ქვეყნებბმა, ასევე, ფინეთმა და პოლონეთმა მიიღეს.
„ფინეთის მსგავსად, ნორვეგია შეზღუდვებს დააწესებს რუსეთში რეგისტრირებული მანქანების იმპორტსა და გამოყენებაზე. ჩვენ ახლა განვიხილავთ, როგორ განხორციელდება ეს და უახლოეს მომავალში წარმოვადგენთ ეფექტიან ზომებს,“ - განაცხადა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა ეივინდ ვად პეტერსონმა.
ნორვეგია რუსეთის მოსაზღვრე შენგენის ზონის ქვეყნებიდან უკანასკნელია, რომელმაც ხსენებული გადაწყვეტილება მიიღო.