იუსტიციის სამინისტრო: სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა

იუსტიციის სამინისტროს განცხადებით,სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა.

დასკვნა პრეზიდენტს გადაეგზავნა.

„საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვავრცელებთ ინფორმაციას, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა. შესაბამისი დასკვნა გადაგზავნილია საქართველოს პრეზიდენტთან,“ - წერია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.