საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველთან ჯეიკ სალივანთან შეხვედრას სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება.
პრემიერი აღნიშნავს, რომ განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და რეგიონალურ თუ გლობალურ გამოწვევებთან გამკლავების მნიშვნელობა.
„სასიამოვნო იყო ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველ ჯეიკ სალივანთან შეხვედრა.
განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და რეგიონალურ თუ გლობალურ გამოწვევებთან გამკლავების მნიშვნელობა”, - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.