ISW: „ვაგნერელები“ ​​სირიას ტოვებენ და შესაძლოა, თავიანთი აქტივები ირანს გადასცენ

ამერიკული „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ანგარიშის მიხედვით, რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი" სირიაში პოზიციებს ტოვებს, რათა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ულტიმატუმი შეასრულოს.

ორგანიზაციის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ “ვაგნერელებმა“ თავიანთი აქტივები, შესაძლოა, ირანს გადასცენ.


ანგარიშში აღნიშნულია, რომ 27 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სირიაში მებრძოლ „ვაგნერის“ ბოევიკებს უბრძანა, 20 სექტემბრამდე დაეტოვებინათ ქვეყანა ან რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შეერთებოდნენ. ამჟამად სირიაში 1500-ზე მეტი „ვაგნერელია“ და „ვაგნერის“ რიგებში სირიის 3 000-ზე მეტი მოქალაქე ირიცხება.

„ომის შემსწავლელ ინსტიტუტში" აცხადებენ, რომ რუსი სამხედრო ბლოგერების აზრით, „ვაგნერელებისთვის“ უფრო მომგებიანია საკუთარი აქტივების ირანისთვის, ვიდრე რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთვის გადაცემა.

„ვაგნერის“ სირიიდან გასვლა ირანს იქ მუდმივი და ხელსაყრელი ყოფნის საშუალებას აძლევს. ირანი იყენებს ცენტრალურ სირიის უდაბნოს ტერიტორიას იმისთვის, რომ ლევანტის გავლით თავის მარიონეტებს იარაღი და სამხედრო აღჭურვილობა გადასცეს", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ სირიას აქვს ფოსფატების ყველაზე დიდი მარაგები, რომელიც სასუქების ძირითადი ინგრედიენტია.