ალბანეთი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დეკლარაციას შეუერთდა

ალბანეთი უერთდება G7-ის ქვეყნების დეკლარაციას უკრაინის „უსაფრთხოების გარანტიების“ შესახებ.

ნიუ-იორკში მყოფმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა, ედი რამამ ერთობლივ დეკლარაციას უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფებების შესახებ, ოფიციალურად მოაწერეს ხელი. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ იგორ ჟოვკვამ განაცხადა.