6 თვის შემდეგ პირველად, რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე მასიური თავდასხმა მოაწყო - Ukrenergo

ბოლო ექვსი თვის შემდეგ პირველად, რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებს დაესხა თავს. უკრაინის ეროვნული ენერგეტიკული კომპანიის, Ukrenerg-ს ცნობით, ღამის და დილის თავდასხმების შედეგად ქვეყნის ცენტრალურ და დასავლეთ რეგიონებში დაზიანდა ინფრასტრუქტურა.

თავდასხმის გამო რივნის, ჟიტომირის, კიევის, დნეპროპეტროვსკისა და ხარკოვის რეგიონებში ელექტროენერგია ნაწილობრივ გათიშულია. ელექტროენერგიის გარეშეა 398 დასახლება.

ცნობისთვის, ოკუპანტები თავს დაესხნენ რამდენიმე რეგიონს, მათ შორის კიევსა და კიევის ოლქს.