უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა აშშ-სთან ერთად იარაღს აწარმოებს.
ტრადიციული ვიდეომიმართვისას, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-დან გაავრცელა, ნათქვამია, რომ აშშ-სა და უკრაინას შორის "გრძელვადიანი შეთანხმება" არსებობს იარაღის წარმოებაზე.
შეგახსენებთ, აშშ უკრაინას ახალ სამხედრო დახმარებას გადასცემს. უსაფრთხოების ახალი პაკეტის ღირებულება $325 მილიონს შეადგენს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გადაწყვეტილება 21 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან, თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ გამოაცხადა.
ახალი დახმარება საჰაერო თავდაცვის სისტემებზე იქნება ორიენტირებული.
ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინა მომავალ კვირაში მიიღებს ამერიკული ტანკების M1 Abrams-ის პირველ პარტიას.