უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელები ქალაქ ბახმუტს და უკრაინის კიდევ ორ ქალაქს რუსული ოკუპაციისგან გაათავისუფლებენ.
„ჩვენ მოვახდენთ ბახმუტის დეოკუპაციას. ვფიქრობ, კიდევ ორი ქალაქის დეოკუპაციას მოვახდენთ", - განაცხადა ზელენსკიმ ამერიკელ ჟურნალისტებთან საუბარში.
უკრაინის პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა, რომელ ქალაქებს გულისხმობდა.
„არ გეტყვით რომელი ქალაქებია, ბოდიში. ასე რომ, ჩვენ გვაქვს გეგმა. ძალიან, ძალიან კომპლექსური გეგმა", - აღნიშნა ზელენსკიმ.