ოკუპირებულ ყირიმში, სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორმა მიხაილ რაზვოჟაევმა განაცხადა, რომ 22 სექტემბერს დღისით სარაკეტო დარტყმა განხორციელდა შავი ზღვის ფლოტის შტაბზე.
„ფლოტის შტაბზე მტრებმა სარაკეტო დარტყმა განახორციელეს“, - განაცხადა რაზვოჟაევმა ტელეგრამში.
krym.realii-ს ცნობით, ასევე ისმოდა რაკეტების ხმა ქალაქის სამხრეთ ნაწილში. ტელეგრამის არხები ასევე იტყობინებიან საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობის შესახებ ყირიმის საკისა და ბახჩისარაის რაიონებში.