22 სექტემბერს ოკუპირებულ ყირიმში რუსმა მარიონეტებმა განაცხადეს, რომ "უპრეცედენტო" მასშტაბის კიბერშეტევა დაფიქსირდა. უკრაინული მეციის ცნობით, ოლეგ კრიუჩკოვმა განაცხადა, რომ ყირიმში ინტერნეტ სერვისებში შეფერხებები იყო. ამ დროისთვის უცნობია გრძელდება თუ არა კიბერშეტევა.
კიევს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 22 სექტემბერს განაცხადა, რომ უკრაინულმა რაკეტამ სევასტოპოლში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინას დაარტყა.
კიბერ ომი უკრაინასთან რუსეთის ომის კრიტიკული ნაწილი იყო სრულმასშტაბიან შეჭრამდეც კი, ისევე როგორც რუსული აგრესიის სხვა მაგალითები ესტონეთისა და სხვა მეზობელი ქვეყნების მიმართ. უკრაინამ კიბერთავდაცვის შესაძლებლობეის გაძლიერებაში დიდი ინვესტიცია განახორციელა.