ნიდერლანდები ევროპის უდიდესი საბადოდან გაზის მოპოვებას აჩერებს

ჰოლანდიის მთავრობამ დაადასტურა, რომ ევროპის უდიდეს საბადოზე, გრონინგენში გაზის მოპოვებას პირველი ოქტომბრიდან შეაჩერებს.

„60 წლის შემდეგ, გრონინგენის საბადოდან გაზის მოპოვება დასრულდება,“ - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.


გაზის წარმოება გრონინგენში ბოლო ათწლეულის განმავლობაში, მიწისძვრების საფრთხის გამო შეწყდა. 2024 წლის ოქტომბრიდან ყველა მოპოვების ადგილის დემონტაჟი მოხდება.

„მომავალი ზამთრისთვის კვლავ შესაძლებელი იქნება საბადოს გადატვირთვა მცირე რაოდენობის გაზის წარმოებისთვის, ექსტრემალური სიცივის პირობებში,“  აცხადებს ნიდერლანდების მთავრობა.